საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო


გადაწყვეტილება # B17015433/4 ( 07/02/2017 20:01:33)

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება #B17015433 06/02/2017 16:38:03 ( განმცხადებელი: ზაფერ სუსლუ/488118045/ ), რომლითაც მოთხოვნილია სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო კოდი: 204891322

1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. დაინტერესებული პირის ზაფერ სუსლუს (პ/ნ: 488118045) მიერ №B17015433 განცხადებით მოთხოვნილია შპს „კონტროლი“-ს (ს/ნ 204891322) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, პარტნიორის/წილის და წესდების ცვლილება.

1.2. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი კრების ოქმის შესაბამისად, შპს „კონტროლის“ პარტნიორები რესულ დიქმენი (პ/ნ01015024655) და აიჰან არსლანი (49750648216, U09194941, 01092000457) ასხვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ წილებს (თითოეული საკუთარ 50% წილს) ზაფერ სუსლუს (პ/ნ: 488118045) სასარგებლოდ. ამავე კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებასთან დაკავშირებით.

1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 7 თებერვალს წარედგინა №21-05/17125 (კანცელარიის ნომრით 54838/17) განცხადება. რომლის საფუძველზეც ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული იქნა პირობითი განცხადება N102017037793 (თარიღი: 07.02.2017წ.) და პირობითი განცხადება N102017037794 (თარიღი: 07.02.2017წ.) რესულ დიქმენის (პ/ნ01015024655) და აიჰან არსლანის (49750648216, U09194941, 01092000457) 50-50% წილებზე ყადაღის უფლების წარმოშობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

2. სამართლებრივი შეფასება:


2.1. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 7 თებერვალს წარედგინა №21-05/17125 (კანცელარიის ნომრით 54838/17; ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული პირობითი განცხადება N 102017037793, თარიღი: 07.02.2017წ. და პირობითი განცხადება N102017037794, თარიღი: 07.02.2017წ.) განცხადება. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქალაქო სასამართლოში განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობა, რეგ. N17001795295, 07.02.2017 წ.) და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე გაკეთებული განცხადება (№21-04/17073, თარიღი 07.02.2017 წ.), რომლის თანახმადაც მოთხოვნილი იქნა შპს „კონტროლის“ პარტნიორების რესულ დიქმენის (პ/ნ01015024655) და აიჰან არსლანის (49750648216, U09194941, 01092000457) 50-50% წილებზე ყადაღის დადება.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტო ვერ მიიღებს №B17015433 განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას.


3. აქტის გამოცემის სამართლებრივი დასაბუთება:


3.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული კანონიერების პრინციპის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
3.2. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“
3.3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ამ კანონით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ გადაწყვეტილებებს.
3.4. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.
3.5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების სამართლებრივი და პროცედურული საკითხები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.
3.6. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს ხარვეზის დადგენის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.
3.7. ზემოაღნიშნული ნორმებით განმტკიცებული წესის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება საქმის გარემოებების სრული, ზუსტი, ყოველმხრივი გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება.


4. დასკვნა


საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ


გადაწყვიტა:


1. ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-05/17125 განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია შპს „კონტროლი“-ს (ს/ნ 204891322) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება სააგენტოს მიერ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.


გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (მის.: ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ.#2) და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ::: მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2 ::: www.reestri.gov.ge